Sunday, November 17, 2013

მერვე მოდულის რეფლექსია

დღემ  ძალიან  საინტერესოდ ჩაიარა.ჩვენს  პორტფოლიოს მივეცით საბოლოო სახე და რაც მთავარია,პორტფოლიოს პრეზენტაცია გავაკეთეთ. ჩვენ მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ავტვირთეთ ჩვენს ბლოგზე.პრეზენტაციამ ძალიან კარგად  ჩაიარა,რაც ჩვენი ტრენინგის ხელმძღვანელის,ქალბატონ შორენა  ბადურაშვილის,  დამსახურებაა. დიდი მადლობა მას ყურადღებისა და გულისხმიერებისათვის.ზოგადად ტრენინგით კმაყოფილი ვარ..ტრენინგის ორგანიზატორებს და მონაწილეებს ვუსურვებ წარმატებებს.

Saturday, November 16, 2013

მეშვიდე მოდულის რეფლექსია

დღემ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა.გავეცანით ფასილიტაციის მასალებს. კიდევ ერთხელ გავამახვილეთ ყურადღება, თუ როგორ გავუწიოთ დახმარება მოსწავლეებს ამავე დროს ვიმუშავეთ პორტფოლიოს პრეზენტაციაზე და ვემზადებით დასვნითი დღისათვის-პრეზენტაციისთვის.

Sunday, November 10, 2013

მეექვსე მოდულის რეფლექსია

სწავლება უფრო და უფრო საინტერესო ხდება. მეექვსე მოდულზე ვისაუბრეთგანსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებზე,როგორ უნდა ვიმუშაოთ მათთან.შევეხეთ გარდნერის თეორიას,შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის მხარდამჭერი შაბლონი.ამავე დროს ვისწავლეთ ბლოგის გაფორმება'და გაჯეტების გაკეთება.ასევე ვისწავლეთ კითხვარების შედგენა.

Saturday, November 9, 2013

მეხუთე მოდულის რეფლექსია

დღეს საკმაოდ საინტერესო მოდული იყო.შევისწავლეთ, როგორ უნდა გავუკეთოთ მოსწავლეებს კომენტარები.შემდეგ გავეცანით შეფასების რუბრიკებს და ჩვენ მიერ შექმნილ მოსწავლის ნამუშევარს გავუკეთეთ შეფასების რუბრიკა.

Sunday, November 3, 2013

მესამე და მეოთხე მოდულების რეფლექსია


გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს.
გავეცანით საავტორო უფლებებს,გავიგეთ,რა შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ინტერნეტში განთავსებული ინფორმაცია.
შემდეგ ვიმუშავეთ და შევქმენით მოსწავლის ნამუშევარი-პრეზენტაცია,რომელიც შემდეგ ავტვირთეთ ბლოგზე.
ასევე ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერატურის ნუსხის შედგენა.

Saturday, November 2, 2013

მეორე მოდულის რეფლექსია

პირველი დღე:  სამწუხაროდ პირველ მოდუჯზე არ ვყოფილვარ, მაგრამ მისვლისთანავე გამარკვია ტრენერმა, თუ რა იყო ტრენინგის მიზანი და მოახდინეს რეფლექსია.შემდეგ გავეცანით ,როგორ უნდა გავაკეთოთ პროექტის მიზნები სტანდარტთან შესაბამისობით,ვიმუშავეტ ,როგორ უნდა დავსვათ მიმართულების კითხვები:ზოგადი,თემატური და განმსამზღვრელი.

მეორე დღე: გავაგრძელეთ მეცადინეობა და ვისაუბრეთ შეფასების დროის ჩარჩოზე,გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია